ახალი ამბები
ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მოსწავლეებს გსუ-მ უმასპინძლა


21 თებერვალს ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. ბავშვებმა დაათვალიერეს სასწავლებელი და სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალებს გაეცნენ.

ბიოლოგიის კაბინეტში სასწავლო რესურსების გამოყენებით  გაკვეთილი ჩაატარეს, სადაც ბუნებრივ კატაკლიზმებსა და მათგან თავდაცვის გზებზე ისაუბრეს. ბიოლოგიის კაბინეტში ვულკანისა და მისი წარმოშობის შესახებ ცდები ჩაატარეს.

პატარა სტუმრებს  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და პროფესორი თინათინ იოსებიძე დახვდნენ. გიორგი სოსიაშვილმა სკოლასთან შემდგომ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

 


თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები