ახალი ამბები
,,თურქულ მედიაში შეცდომაა" - სანაკოევის ადმინისტრაცია დაკავებულ ფეხბურთელების შესახებ
დაკავებულნი არიან არა თუ ცხინვალის ,,სპარტაკის", არამედ ცხინვალის ,,ცხინვალის" ფეხბურთელები - ამის შესახებ qartli.ge-ს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნატალია ბუქულოვმა განუცხადა.

მისი თქმით, თურქულ მედიაში შეცდომაა გაპარული. სანაკოევის ადმინისტრაცია მომხდარ ფაქტზე ვრცელ განმარტებას აკეთებს:

,,სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია იზიარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიციას, ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის „ცხინვალის“ ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით. აქვე დავძენთ, რომ ცხინვალის „ცხინვალი“ წლების განმავლობაში სარგებლობს შეუბღალავი რეპუტაციით. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გმობს ყოველგვარ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით." - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თურქული მედიის ცნობით, ანტალიაში საფეხბურთო კლუბ ,,ცხინვალის" ხუთი ფეხბურთელი დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ხუთ ახალგაზრდას ნივთების ქურდობაში ედებათ ბრალი.

,,სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის და­ხურ­ვის შემ­დეგ, შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ გარ­კვე­უ­ლი ნივ­თე­ბი მო­პა­რუ­ლი იყო. ად­გილ­ზე პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ამ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი და­ად­გი­ნა. გი­ორ­გი ბ, კახა კ, პა­პუ­ნა მ, დათა ს. და გუ­რამ მ. ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში და­ა­კა­ვეს. სპორ­ტსმე­ნე­ბი ან­ტა­ლი­ა­ში წი­ნა­სა­სე­ზო­ნო შეკ­რე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ“ - წერს სააგენტო.






Print

სტატიის გამოყენების პირობები