ახალი ამბები
გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ისტორიის მოყვარულთათვის კონკურსი გაიმართა
20 თებერვალს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. კვირეულის ფარგლებში მუზეუმში მოსწავლეთა თემატური ნახატები გამოფინეს.

მასში მონაწილეობდნენ გორის და გორის რაიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები I-XII კლასის ჩათვლით. ნახატები მუზეუმში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.

კვირეულის ფარგლებში ასევე, ისტორიის მოყვარულთა კონკურსიც გაიმართა. რომლის შესარჩევი ტური 12 თებერვალს ჩატარდა. მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ეპოქის შესახებ ცოდნის შესამოწმებლად ტესტები წერეს. ფინალურ ტურში 20 საუკეთესო გადავიდა. 20 თებერვალს კი სამი საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე გამოავლინეს.

კონკურსში სულ 27 საჯარო სკოლის 250-მდე მოსწავლე ჩაერთო. 20 ფინალისტს კი გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ექსკურსიას გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე მოუწყობს.

მონაწილეებს სიგელები გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილეებმა ქეთევან დვალიშვილმა და დავით დარბაიძემ გადასცეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები