ახალი ამბები
გორში კატების წამების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
გორის შს სამმართველომ გამოძიება დაიწყო ერთ-ერთ უბანში კატების წამების მასობრივი ფაქტების დაფიქსირების გამო. ამის შესახებ ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი საგამოძიებო სამსახურში უკვე დაიბარეს.

ირმა მთიულიშვილის თქმით, მას უკვე შეხვდა გამომძიებელი ქალი, რომელიც ცხოველების სიძულვილით გამოირჩევა: ,,იმის მაგივრად, რომ კითხვები ცხოველთა წამების ფაქტების შესახებ დაესვა, მან და სხვა გამომძიებლებმა ქილიკი დაიწყეს" - აცხადებს ირმა მთიულიშვილი. იგი ფიქრობს, რომ ასეთი დამოკიდებულების მქონე გამომძიებელი საქმეს ვერ გამოიძიებს.

გამოძიება კი, მას შემდეგ დაიწყო, როდესაც qartli.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა კატის წამების კიდევ ერთი ფაქტის შესახებ, ნაწამები კატა კლინიკა ,,მარკოში" იმ უბნიდან მიიყვანეს, სადაც მანამდე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კლინიკის ხელმძღვანელი ირმა მთიულიშვილი აცხადებდა, რომ სამამრთალდამცველებისთვის ცნობილია კატის წამების ფაქტზე ეჭვმიტანილი პირები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები