ახალი ამბები
ოფროუდერებმა ატოცში ოკუპაცია გააპროტესტეს
დღეს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან ოფროუდერები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ატოცში ჩავიდნენ და ოკუპაცია გააპროტესტეს.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა იმ ოფროუდერს, ვისაც ჰყავს მანქანა 4x4-ზე. ამის თაობაზე განცხადება ორგანიზატორებმა ჯერ კიდევ გუშინ გააკეთეს.

,,დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და გამოვხატოთ ჩვენი ხმაურიანი პროტესტი რუსული ოკუპაციის წინაამღდეგ. ეს არ არის პოლიტიკურად მართული აქცია, ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ გაერთიანებას თუ ჯგუფს" - აღნიშნავენ აქციის წევრები.

შეკრება 24 თებერვალს დილის 9:00 საათზე დაიწყო დიღომიდან. ოფროუდერებმა გუდვილში საკვები პროდუქტები და საჭირო ინვენტარი, ატოცში მყოფ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებისთვის, შეიძინეს.

კოლონია თბილისიდან დაიძრა 11:30 ზე. 13:00 სთ-ზე აგარასთან დასავლეთ საქართველოდან წამოსულ დანარჩენ ოფროუდერებს შეხვდნენ. შაქშაქეთიდან კი, ერთად გაემგზავრნენ ატოცისკენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები