ახალი ამბები
გორში გამართულ სუპერთასის მატჩზე ,,ტორპედომ" გაიმარჯვა
საქართველოს სუპერთასის მფლობელი ქუთაისის ,,ტორპედო" გახდა. მის მოსაპოვებლად მატჩი გორში გაიმართა. ქუთაისის ,,ტორპედო" თბილისის ,,საბურთალოს" შეხვდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც ამ შეხვედრის ორგანიზატორია, გულშემატკივარს საჩუქარი გაუკეთა – სტადიონზე დამსწრე (გათვლილი პირველი ათასი ქომაგი ) საქართველო-შვეიცარიის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთი მიიღო.

,,საბურთალო" საქართველოს 2018 წლის ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო ქუთაისის ,,ტორპედო" თასის მფლობელია.  მატჩი, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონიდან გადაიცემოდა, 16:00 საათზე დაიწყო.

,,საბურთალომ" სუპერთასის მოსაპოვებლად პირველად ითამაშა, ხოლო ,,ტორპედო" სუპერთასის ფინალში მეოთხედ მონაწილეობს.

დღევანდელ დღემდე  “საბურთალო” და “ტორპედო” ათჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – 4 შეხვედრაში იმერლებმა მოიგეს, 3 მატჩში გამარჯვება დედაქალაქელებს დარჩათ, ხოლო სამ შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები