ახალი ამბები
გორის მერია იაპონურ გრანტს მიიღებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია 61 ათასი დოლარის გრანტს მიიღებს. გრანტის მიღების უფლება გორის საკრებულოს წევრებმა მერს უკვე მისცეს.

რიგგარეშე სხდომაზე საკითხს ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებმაც მხარი დაუჭირეს.

პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მარტა ბიბილაშვილი კურირებს:

,,2018 წლის აგვისტოს ბოლოს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. საგრანტო განაცხადი დადებითად შეფასდა. ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია გაიმართება 6 მარტს.
გრანტის მიზნობრიობაა ექსკავატორ-დამტვირთველის შესყიდვა. აღნიშნული ტექნიკა მოემსახურება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სასმელი წყლის სისტემის მოვლა - პატრონობას, ამორტიზირებულის სისტემის რეაბილიტაციას, მუნიციპალური შიდა სარწყავი არხების ამოსუფთავებას." - აცხდებს მარტა ბიბილაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები