ახალი ამბები
კასპის ოკუპაციის მუზეუმში 1921 წლის მოვლენებს გაიხსენებენ
კასპის ,,ოკუპაციის მუზეუმში" დღეს 1921 წლის მოვლენებს გაიხსენებენ. ამის შესახებ qartli.ge-ს მუზეუმის ხელმძღვანელმა ნინო ნიპარიშვილმა განუცხადა.

შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. ოკუპაციია მუზეუმი კასპის სკოლა-გიმნაზიის შენობაშია გახსნილი.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსია". მისი ხელმძღვანელის მეგი ბიბილურის თქმით, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები