ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის ფოტოკონკურსი გამოაცხადა
გორის უნივერსიტეტმა საუკეთესო ფოტოს გამოსავლენად თავისუფალ თემატიკაზე გამოაცხადა კონკურსი. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტების წახალისება. კონკურში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტის პროფესიული, ბაკალავრიატის და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს/პროფესიულ სტუდენტებს შეუძლიათ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ფოტოები უნდა წარადგინონ 2019 წლის მაისამდე კონკურსანტმა საკონკურსო ფოტონამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

კომპეტენტური ჟიური, გამოავლენს 10 საუკეთესო ფოტო ნამუშევარს, ხოლო კონკურსში გამარჯვებულებს, რომლებიც დაიკავებენ I, II, III ადგილებს, გადაეცემათ უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სათანადო სიგელები, აგრეთვე დაჯილდოვდებიან ფულადი სტიპენდიით.

I ადგილი - 150 ლარი;

II ადგილი - 120 ლარი;

III ადგილი - 100 ლარი.

საუკეთესო ფოტო ნამუშევრების ავტორებს, რომლებიც ვერ დაიკავებენ I, II ან III ადგილს, გადაეცემათ უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სიგელი კონკურსში მონაწილეობისათვის.

ჟიური 10 საუკეთესო ნამუშევარს გამოფენისთვის შეარჩევს და დაასახელებს საპრიზო ადგილებზე გასულ ფოტოებს. ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო 10 ფოტო დაიბეჭდება უნივერსიტეტის ხარჯით მუყაო-ქაფზე და გამოიფინება უნივერსიტეტის ჰოლში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები