ახალი ამბები
ატენში ახალ მილებს ამონტაჟებენ, თუმცა სათავეში წყალი დაიკარგა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია კვლავ მიმდინარეობს. რეპორტაჟში ნახავთ, რომ 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, მილებს ამჟამად გარდატენში ამონტაჟებენ.

ატენში 10-მდე უბანია. აქედან, ნაწილს დღეგამოშვებით, ნაწილს კი, საერთოდ არ მიეწოდება. მაგალითად, გარდატენში ერთი საუბნო ონკანით 145 ოჯახი სარგებლობს. ატენელები ამბობენ, რომ სათავეში, რომელსაც ,,ჩირახის წყალს" უწოდებენ, გრუნტის წყალი დაიკარგა.

იხ. ამავე თემაზე:

ატენში ,,ჩირახის წყლის" სათავეში წყალი დაიკარგა


Print

სტატიის გამოყენების პირობები