ახალი ამბები
ცხინვალში შემნახველი ბანკის დირექტორი გაათავისუფლეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი თანახმაა სააქციო საზოგადოება ,,სამხრეთ ოსეთის შემნახველი ბანკის" ხელმძღვანელობაში ცვლილებები განხორციელდეს.

ამის თაობაზე ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. სააგენტოების ცნობით, შემნახველ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი ზასეევის ნაცვლად ჟანა ჯიოევი დაინიშნება. ჯიოევის კანდიდატურა ბიბილოვს დე-ფაქტო რესპუბლიკის ნაციონალურმა ბანკმა წარუდგინა.

ჯიოევის კანდიდატურას დე-ფაქტო რესპუბლიკის ნაციონალური ბანკი საბჭოს სხდომაზე განიხილავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები