ახალი ამბები
გორის პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონას ცემის ფაქტზე მამა დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. შემთხვევა 22 თებერვალს, შუადღის საათებში, გორის რაიონში მოხდა.

დაზარალებული არასრულწლოვანი გოგონაა, ხოლო დაკავებული გოგონას მამა.

პროკურატურის მტკიცებით, 40 წლის მამაკაცმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე კამათის დროს, თავის არასრულწლოვან გოგონას ოჯახის წევრების თანდასწრებით თმები ძლიერად მოქაჩა, რის შემდეგაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

დაკავებული სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2-ე ნაწილის ა ქვეპუნქტის თანახმად.

პროკურატურორმა მიშა ბერიაშვილმა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენება ითხოვა.

ბრალდებულმა ჩადენილი დანასაული აღიარა და ამის მიზეზად დალევა და ცუდი ხასიათი დაასახელა. მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

„ადამიანებს გვაქვს თავისუფალი ნება. როცა ვხვდებით, რომ რაღაც ბედნიერს არ გვხდის, იმას არ უნდა ვაკეთებდეთ“-მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები