ახალი ამბები
შიდა ქართლიდან რეგიონულ ბიზნესფორუმზე 10 მეწარმე იმყოფება
თბილისში, რეგიონულ ბიზნესფორუმი მიმდინარეობს, სადაც შიდა ქართლიდან 10 მცირე და საშუალო ბიზნესმენი იმყოფება. შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და ზემო ბავარიის სავაჭრო - სამრეწველო პალატის აკადეების პროექტის მხარდაჭერით, - ,,ღია დიალოგი" გაიმართა.

ღონისძიება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ტარდება და მიწვეულია შიდა ქართლის გუბერნატორი.

საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან მოწვეულ მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს, საჯარო - კერძო დიალოგის ფორმატში, საშუალება ეძლევათ, ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებისთვის, იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია, რაც მათ საქმიანობის პროცესში ექმნებათ.

ასევე, მიეღოთ პასუხიები მათტის აქტიულურ კითხვებზე და მთავრობის გეგებზე.

ფორუმს ჯამში 200-მდე მეწარმე დაესწრო.

სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლის ნინო ჩიქოვანის განმარტებით, პალატა ბიზნესთან რეგიონულ შეხვედრებს ხშირად მართავს, ფლობს ინფორმაციას მთავარი გამოწვევების შესახებ, რაც მეწარმეების ინტერესების სფეროშია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები