ახალი ამბები
გორში ტურისტული პატრული დაინიშნება
გორში ტურისტული პატრული დაინიშნება, ამის შესახებ რეგიონულ ბიზნესფორუმზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. მაია ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ტურისტების უსაფრთხო გარემოს შექმნა.

შეკითხვა ბიზნესფორუმზე გორელმა მეწარმემ ნინო გიორგაძემ დასვა. მისი თქმით, გორში ბოშების მიერ ტურისტების დაყაჩაღების ფაქტები გახშირებულია. შესაბამისად, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე დაინიშნება ტურისტული პატრული - უპასუხეს ნინო გიორგაძეს.

ნინო გიორგაძის განცხადებით, შეხვედრაზე საოჯახო სასტუმროებში წყლის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით დარიცხვაც გადაიხედება. ,,ეს ინიციატივაც მხარდაჭერილია და შემდგომი მსვლელობა მიეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგან და ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისაგან." - აღნიშნავს გიორგაძე.


შიდა ქართლიდან რეგიონულ ბიზნესფორუმზე 10 მეწარმე იმყოფება

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები