ახალი ამბები
გენერალ მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში 25 თებერვალი დასვენების დღე იყო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს დღეს სტუმრები არ ჰყავდა. საქართველოს ოკუპაციის დღეს (1921 წლის 25 თებერვალს) მუზეუმს არც ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი წარმოშობით სწორედ ამ სოფლიდან იყო. მუზეუმის მენეჯერი ოლია მაისურაძე ამბობს, რომ წლევანდელთან განსხვავებით გასულ წელს ბევრი სტუმარი ჰყავდათ, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ.

,,ორშაბათი დასვენების დღეა მუზეუმებისთვის, თუმცა ჩვენ მაინც მზადყოფნაში ვიყავით, რადგან ვიცით, რომ ვინმე მაინც მოვა ამ დღეს. ახლოს ვცხოვრობ მე თვითონ და არ მიჭირს ყურადღების მიქცევა. შარშან მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გვეწვია. იყვნენ ასევე სკოლის მოსწავლეები დოესიდან. წელს ვგეგმავთ მხოლოდ ერთობლივ ღონისძიებას ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ოღონდ, ხოვლეში." - ამბობს ოლია მაისურაძე.

პარასკევს 1 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში შეხვედრა სწორედ ოკუპაციის დღეს მიეძღვნება.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები