ახალი ამბები
გორში საოჯახო სასტუმროების მფლობელები წყლის მაღალ გადასახადს აპროტესტებენ
,,ხშირ შემთხვევაში საოჯახო სასტუმროებს უწოდებენ ისეთი ტიპის სასტუმროებს, სადაც 40-50 ნომერია" - ამის შესახებ რეგიონალურ ფორუმზე რეგიონალური განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს ხანებში გადაიხედება სასტუმროების შესახებ სტატუსის საკითხი და მთავრობა სასტუმროების დიფერენცირებას მოახდენს.

რეგიონალურ ფორუმზე ,,ღია დიალოგი" შიდა ქართლიდან 10 მცირე და საშუალო მეწარმე იყო მიწვეული. საოჯახო სასტუმროების შესახებ შეკითხვა გორში მცხოვრებმა მეწარმემ, ნინო გიორგაძემ დაუსვა. მისი თქმით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საოჯახო სასტუმროებს გადასახადს, არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყლის მოხმარების ტარიფის მიხედვით, ახდევინებს.

ნინო გიორგაძეს მიაჩნია, რომ ასეთი გადასახადი არ უნდა არებობდეს საოჯახო სასტუმროების მიმართ. ცქიტიშვილი დაპირდა, რომ გადასახადის დიფერენცირება სწორედ სასტუმროების სტატუსის განსაზღვრიოსას გადაიხედება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები