ახალი ამბები
გორელებმა ტაეკვანდოისტებმა 11 მედალი მოიპოვეს
ტაეკვანდოს ღია ჩემპიონატიდან გორში 11 მედალი ჩამოიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის სპორტის ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, თბილისში საქართველოს ქალაქების გარდა, ირანის, აზერბაიჯანის და უკრაინის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ღია ჩემპიონატი 22-24 თებერვალს ჩატარდა.

,,ტაეკვანდოში კარგად იასპარეზა გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის ტაეკვანდოს სექციის წარმომადგენლებმა. გორელმა ტაეკვანდოისტებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს" - აღნიშნულია განცხადებაში
Print

სტატიის გამოყენების პირობები