ახალი ამბები
გორში რესტორანი ,,ბერიკონი" ისტორიულ მარანს ყიდის
გორში, რესტორან ,,ბერიკონის" სარდაფში ისტორიული მარანია. ამის ამსახველ ფოტოებს რესტორნის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

ფოტოს ავტორის თქმით, დაინტერესებულ პირს შეუძლია მარნის ყიდვა. შენობა გორის ცენტრში ისტორიულ უბანში, მდებარეობს.

,,რეაბილიტირებულ წერეთლის ქუჩაზე გორის ციხის ძირში იყიდება კომერციული ფართი რესტორანი ბერიკონის სარდაფი 140 კვ.მ. კომუნიკაციებით: ელ ენერგია წყალი წყალარინება. მოპირკეთებული კედლები ძველი ქართული აგურით, ძველი ქვევრები, ბუხარი, თაღები" - აღნიშნავს განცხადების ავტორი. 

შენობა, სადაც ამჟამად რესტორანია გახსნილი, 10 წლის წინ საბავშვო ბიბლიოთეკა იყო განთავსებული. 





Print

სტატიის გამოყენების პირობები