ახალი ამბები
კასპში ქარის სტიქიისგან 15-მდე ოჯახი დაზარალდა (PHOTO)
კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახდა, მათ შორის, ლამისყანის ადმინისტრაციული შენობის სახურავი.

ამის შესახებ qartli.ge-ს კასპის მერიის ადმინისტრაციაში განუცხადეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ყველაზე მეტად თვითმმართველობის შენობა დაზიანდა.

რაც შეეხება სხვა დაზარალებულს, კასპის მერის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახურავის ნაწილობრივი რეაბილიტაციის მიზნით თანხები გამოიყო.

ქარის სტიქია შიდა ქართლში 19 თებერვალს დაფიქსირდა. qartli.ge დაზარალებულთა სიას აქვეყნებს.







Print

სტატიის გამოყენების პირობები