ახალი ამბები
სოფელი წონა ჯავის რაიონში (Photo)
ცხინვალელი ჟურნალისტები აქვეყნებენ ფოტოებს, რომელიც ჯავის რაიონის სოფელ წონაშია გადაღებულია. ეს სოფელი რაჭის ქედის სამხრეთით მდებარეობს და გვერდით მდინარეები ყვირილა და ჯეჯორა ჩამოუდის.

წონას შესახებ ვახუშტი ბატონიშვილს წერს:

„ჯეჯორის მდინარეზედ, სამჴრიდამ ჩდილოეთად დინებულზედ, არს დაბნები ვენახოვან-ხილიანი და მოსავლიანი. მას ზეით მოსახლენი არიან ოვსნი, და უვენახო-უხილო, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი. უწოდებენ ამას კუდაროს. ხოლო ამ გულოვანთას აღმოსავალ-სამჴრით, მცირეს მთას იქით, არს წონა, ადგილი გარმოხუეული მთებითა და შინაგან ვაკე. აქ არს მცირე ტბა. ამას გამოსდის ყვირილა და მიდის, ვითარცა აღვსწერეთ. არს წონა, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი, და მოსახლენი ოსნი. გარდავალს აქიდამ და კუდაროდამ გზა ქცხილვანის ჴეობასა ზედა, დვანის ჴეობასა ზედა, ქართლში" - ვახუშტი ბატონიშვილი, ქართლის ცხოვრება.

სოფელი ზღვის დონიდან 1780 მ-ზეა და ჯავიდან 28 კმ მანძილია. ჯავის რაიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.





Print

სტატიის გამოყენების პირობები