ახალი ამბები
გორში 3X3 კალათბურთში სასკოლო თამაშები მიმდინარეობს
მიმდინარეობს გორის შიდასასკოლო თამაშები 3X3 კალათბურთში. ამის შესახებ ინფორმაციას ოლიმპიადის ორგანიზატორები ავრცელებენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, შიდასასკოლო თამაშების შედეგად, მუნიციპალური თამაშების მონაწილე გუნდები შეირჩევა.

შერჩეული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო ,,სპორტული ოლიმპიადა 2020"- ში.

დღეს სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებმა გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში იასპარეზეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები