ახალი ამბები
მამა პეტრემ გორში საჯარო ლექცია წაიკითხა
25 თებერვალს გორის მწერალთა სახლში მამა პეტრე კვარაცხელიამ საჯარო ლექცია წაიკითხა. შეხვედრა ,,წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს’’ გაიმართა.

დეკანოზმა ცოდნისა და განათლების მიღებისათვის წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ასევე გაიხსენა ის, თუ როგორ უკრძალავს ზოგიერთი სასულიერო პირი მრევლს წიგნის კითხვას, რაც თავად სასულიერო პირის გაუნათლებლობაზე მეტყველებს.

,,ხშირად მოსულან ახალგაზრდები ჩემთან სხვა სასულიერო პირებისგან დაბრკოლებულები და უთქვამთ თუ როგორ უკრძალავდა მღვდელი მათ წიგნის კითხვას და ეუბნება,რომ ეს არის ეშმაკისეული. ცხადია, ეს არასწორია. ასეთი წინააღმდეგობები ხელს უწყობს გაუნათლებლობას’’.

მან ასევე, მსმენელთა თხოვნით საკუთარი ლექსები წაიკითხა. მსურველებს ადგილზე შეეძლოთ მისი ლექსების კრებულის შეძენა.

ლექციას გორელი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ. გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს სახელით მამა პეტრეს ბიბლია უსახსოვრეს.

„წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა ,რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველოში კი 2016 წლიდან.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები