ახალი ამბები
სტალინის სახლ-მუზეუმში გიორგი ასათიანის ფილმების ჩვენება გაიმართება
ხვალ, სტალინის სახლ-მუზეუმში გიორგი ასათიანის ფილმების ჩვენება გაიმართება. მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, წარმოდგენა კინოსტუდია “მემატიანესთან" ერთად დაიგეგმა.

მუზეუმის დარბაზში კინოდოკუმენტალისტ გიორგი ასათიანის ორ ფილმს უჩვენებენ, რომელიც საბჭოთა პერიოდში გადაიღეს. ესენია: ,,აყვავებული საქართველო" 1957წ და "მსოფლიო ტაშს უკრავს"1961წ.

შეხვედრის შემდეგ გაიმართება დისკუსია. დასაწყისი 17 სთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები