ახალი ამბები
მე-4 დღეა სოფელ მარანაში სასმელი წყალი არ მიეწოდებათ - არ მუშაობს საბავშვო ბაღიც
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანაში სასმელი წყალი მე-4 დღეა არა აქვთ. ამის გამო, საბავშვო ბაღიც დაიკეტა. მოსახლეოდაბიდან ამოსაღებია თანხა, რომელიც გახარჯული ელექტრონერგიის საფასურს წარმოადგენს.

მოსახლეობას სასმელი წყალი ჭაბურღილით მიეწოდება.

,,გვითხრეს, ამ თვეშიც გადაიხადეთ დენის გადასახადი და მერე წყლის მრიცხველებს ჩაგირთავთო. ყველამ გადავიხადეთ იმ იმედით რომ ჩართავდნენ, მაგრამ მოგვატყუეს. მას მერე წყალი აღარ მოსულა და ამის გამო საბავშვო ბაღიც 4 დღეა არ მუშაობს. კარალეთიდან მოგვაქვს წყალი’’ - აცხადებენ მარანაში.

საბავშვო ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სოფელ მარანაში საბავშვო ბაღი ნამდვილად სასმელი წყლის უქონლობის გამო არ მუშაობს, მისი მოგვარება კი, სააგენტოს კომპეტენციაში არ შედის. მერიის პრეს-სამსახურის თქმით მარანას წყალმომარაგების საქმე მათ აღარ ეხებათ.

ამავე თემაზე:

მარანაში სასმელ წყალს დენის ეკონომიის გამო დღეში 2 საათით აწვდიან

Print

სტატიის გამოყენების პირობები