ახალი ამბები
ცხინვალში ე.წ. პარლამენტის კანონპროექტებს ანტიკორუფციული ექსპერტიზა ჩაუტარდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს ანტიკორუფციული ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამის შესახებ დე-ფაქტო რესუბლიკის იუსტიციის მინისტრმა ზაილინა ლალიევმა განაცხადა.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, გასულ წელს, იუსიტიციის სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა დეპარტამენტის თანამშრომლემა, 2018 წელს 407 ნორმატიულ აქტს ჩაუტარეს ექსპერტიზა.

,,ისინი უნდა მოდიოდნენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და ამავე საქმიანობას გავაგრძელებთ მომავალში" - განაცხადა ლალიევმა.

ლალიევის ცნობით, 2017 წელს შემოქმებული იყო 187 კანონპროექტი. ხოლო 2018 წელს - 407.
Print

სტატიის გამოყენების პირობები