ახალი ამბები
სოფელ ხელჩუაში (ზარდიანთკართან) 67-წლის კაცი დააყაჩაღეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხელჩუაში 67-წლის კაცი დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

,,რესის" ცნობით, შუაღამეს, ნიღბიანი პირი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, დანის გამოყენებით დაემუქრა ოჯახის წევრს და თანხა მოსთხოვა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, იმავე სოფელში მცხოვრები 24-წლის მამაკაცი. 

ოჯახიდან წაღებულია 2600 რუბლი (დაახლოებით 130 ლარი).

Print

სტატიის გამოყენების პირობები