ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანია სოფელ მარანას 4-დღიან უწყლობაზე განმარტებას აკეთებს
სოფელ მარანაში, სადაც 4 დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, პრობლემები ჭაბურღილს შეექმნა. ამის შესახებ qartli.ge-ს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს.

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, საქმე ტექნიკურ სამუშაოებს ეხება, თუმცა დაზიანების ზუსტ მიზეზს არ ასახელებენ.

,,სამუშაოები დღეს საღამოს 5-6 საათისთვის დასრულდება და სოფელს წყალმომარაგება აღუდგება." - გვითხრეს კომპანიაში.

ჭაბურღილზე არსებული პრობლემების შესახებ მოსახლეობა ინფორმაციას არ ფლობს, არც მერია და საბავშვო ბაღების გაერთიანების სააგენტო. უწყლობის გამო საბავშვო ბაღიც დაიკეტა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები