ახალი ამბები
გორში ნაფიც მსაჯულთა კანდიდატები დააჯარიმეს
გორში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულთა ორი კანდიდატი არ გამოცხადდა. ამის გამო მოქალაქეები დააჯარიმეს.

სასამართლოს ადმინისტრაციის ცნობით, მოსამართლემ მოქალაქეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-12 პრიმა პუნქტით შეუდგინეს ოქმი.

აღნიშნული მუხლი შემდეგნაირად ფორმულირდება:

,,ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა სასამართლოში განსაზღვრულ დროს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე."

ადმინისტრაციის ცნობით, მოქალაქეებს გამოუცხადებლობის შესახებ საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ. გორში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები