ახალი ამბები
გორიდან ,,ეტალონში" მონაწილეობის მისაღებად ნატა ტოლიაშვილი გაემგზავრება
პირველი საჯარო სკოლის მე-8 კლასელი მოსწავლე ნატა ტოლიაშვილი საქართველოს „ეტალონის“ ტიტულის მოსაპოვებლად 15 ივნისს იბრძოლებს.

შესარჩევ ტურში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 85 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

გორის მერიამ მიმდინარე წლის ბოლომდე, მუნიციპალიტეტის შესარჩევი ტურის გამარჯვებულსა და მის დამრიგებელს თვეში 100 ლარიანი სტიპენდია დაუნიშნა. გარდა ამისა, გორის მერიისგან საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ღონისძიებას მოსწავლეები და მშობლები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტის მიზანია, ცოდნის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები