ახალი ამბები
გორელი 20-წლის ახალგაზრდა თბილისში სავარაუდოდ CO-თი გარდაიცვალა
თბილისში, კნოლევის ქუჩაზე სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვით გარდაცვლილი, ორი ახალგაზრდა ნახეს. ერთ-ერთი მათგანი 20-წლის ბიჭია, რომელიც გორიდან დედაქალაქში სამუშაოდ იყო ჩასული.

გოგონა და ვაჟი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. 

"ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ბინა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, უკვე შეამოწმეს. კომპანიის თანამშრომლების ინფორმაციით, ოთახში კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელი „ნიკალა“ იყო.

სახლის მეპატრონე დაკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები