ახალი ამბები
გორის პატრულმა 500-ლარიანი ჯარიმის საქმე მოიგო - 50 ლარიანი კი წააგო
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა პატრულის მიმართ შეტანილი ორი საჩივარი განიხილა. აქედან ერთი დაკმაყოფილდა, მეორე საჩივარზე განმცხადებელს უარი ეთქვა.

საჩივრების ავტორებმა მიუთითეს, რომ საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა ოქმის შედგენისას გადაწყვეტილება პირადი შეხედულების საფუძველზე მიიღეს.

ერთ-ერთი ოქმი ეხებოდა სატრანსპორტო საშუალების მართვას იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის. მძღოლი დაჯარიმებული იყო 500 ლარით.

საჩივრის ავტორის თქმით, 500-ლარიანი ჯარიმა არ ეკუთვნოდა, თუმცა ვერ წარადგინა იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ მას მართვის უფლება გააჩნდა. მოსამართლემ ძალაში დატოვა პატრულის შედგენილი ოქმი.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, მოქალაქის თქმით, იგი 50 ლარით უკანონოდ დააჯარიმეს. ოქმის მიხედვით, ავტომანქანას არ ჰქონდა გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. მოქალაქემ დაამტკიცა, რომ მანქანას ინსპექტირება გავლილი ჰქონდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები