ახალი ამბები
გორელი კაცი, რომელიც სამსახურში 50-მდე ყვავილს უვლის


ოთარ ღუღუნაძე 17 წელია პროკურატურაში მუშაობს. ევალება, როგორც მოქალაქეების მიღება, ასევე შეთავსებული აქვს დარაჯის ფუნქცია. ამბობს, რომ ყვავილების მოვლა სიდედრმა შეაყვარა.

,,ჩემი სიდედრი წარმოშობით უკრაინელი იყო. ცხოვრობდა სოფელ ბროწლეთში. ძალიან უყვარდა ყვავილების მოვლა. არ ყიდიდა ყვავილებს. უბრალოდ, ვინც კი მივიდოდა მასთან, ყველას ატანდა გასამრავლებლად" - იხსენებს ბატონი ოთარი.

ამბობს, რომ ბროწლეთში სიდედრის ოჯახში ყვავილების წასაღებად მიდიოდნენ ცხინვალიდან, ასევე, დიდი ლიახვის ხეობის სოფლებიდან. ცხოვრების ბოლო წლებში ავადმყოფობდა და ოთარ ღუღუნაძეს უწევდა მის მაგივრად ყვავილების მოვლა:

,,რამდენიმე ყვავილი წამოვიღე სოფლიდან. დღეს უკვე აქ 50-მდე ყვავილია. სხვათა შორის, ვინც კი შემოდის, ამბობს, რომ აურა ძალიან დადებითად მოქმედებს." - ამბობს ოთარ ღუღუნაძე.

პროკურატურის ახალი ოფისი გორში 7 წლის წინ გაიხსნა. იუსტიციის სახლში ყველა სართულზე ქოთნით ყვავილები დგას. თანამშრომლები ამბობენ, რომ ყველა ყვავილი ოთარ ღუღუნაძის ნაჩუქარია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები