ახალი ამბები
1-ელი აპრილიდან დაიწყება სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრებების ჩატარება დასრულდა. გორის მუნიციპალიტეტში ასეთი კრება 70-მდე თემში დასრულდა.

ყველაზე ადრე შედეგები კასპის მუნიციპალიტეტში გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი ბოლო შეხვედრა ლამისყანაში გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, მთელ საქართველოში 2 303 კრება ჩატარდა - სულ 3 700 სოფლის მიხედვით.

,,3 700-მდე სოფლის მცხოვრებმა თავად აირჩია, თუ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება მის სოფელში სოფლის კრებებზე მიღებულია 2 303 გადაწყვეტილება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შესახებ
სოფლებმა აირჩიეს: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; სასაფლაოების შეღობვა, გზების მოხრეშვა, გარე განათება და სხვა" - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების საკრებულოების მიერ დამტკიცება 1 აპრილამდე დასრულდება. ხოლო 1 აპრილის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამტკიცებულ პროექტებზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები