ახალი ამბები
მამალოების მწარმოებელი 11-წლის გიორგი შეშაბერიძე გორის მე-9 სკოლაში მიიწვიეს
გორის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მამალოების მწარმოებელი ბიზნესმენი, 11-წლის გიორგი შეშაბერიძე მიიწვიეს. შეხვედრა პროექტის ,,კანფეტების" ფარგლებში ჩატარდა.

გიორგი შეშაბერიძემ მამალოები გაკვეთილზე მოამზადა და შემდეგ მოსწავლეებს დაურიგა. ამ პროექტს მესამე კლასის მოსწავლეები ახორციელებენ, კლასის ხელმძღვანელია ეკატერინე ხუციშვილი.

,,პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია კანფეტების ისტორიის შესახებ, გამოკვეთეს კანფეტის როგორც სასარგებლო თვისებები, ასევე ისიც, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მის გადაჭარბებულ მიღებას.
პროექტზე მუშაობა საინტერესო და სახალისო აქტივობებით წარიმართა." - აღნიშნავს პროექტის ორგანიზატორი.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული კანფეტებიც წარადგინეს და პოსტერებით გააფორმეს.




იხ. ამავე თემაზე:

მამალოები წარწერით STOP RUSSIA – 11 წლის გორელი ბიჭის ბიზნესი
Print

სტატიის გამოყენების პირობები