ახალი ამბები
გორის მერიამ სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად 5 ორგანიზაცია დააფინანსა
2019 წლის გორის ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველთა მზრუნველი ორგანიზაციამ დაფინანსება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ამ ეტაპზე შერჩეულია 5 პროექტი. ამ პროექტების დაფინანსებით, მერია ბენეფიციარების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, პროექტში ჩართული ადამიანების დასაქმებასაც ახორციელებს. მარტო ამ 5 პროექტის ფარგლებში, მერიამ 50 - მდე ადამიანი უკვე დაასაქმა.

1. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეთლემი" ახორციელებს პროექტს „თაობათა დიალოგი“, რომელიც სკრის თემში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათ დახმარებას ისახავს მიზნად. დაფინანსების ოდენობა 5 190 ლარი.

2. საზოგადოება „ბილიკი" ახორციელებს პროექტს „ თანადგომა“. დაფინანსების ოდენობა 4 ათასი ლარი. მუშაობს ორი დღის ცენტრი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის.

3. ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ახორციელებს პროექტს „ღირსეული სიბერე“. ეს პროექტი გულისხმობს მოხუცთა შინ - მოვლას გულისხმობს. დაფინანსებულია 22 432 ლარით.

4. „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ახორციელებს პროექტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 ბავშვის სოციალური რეაბილიტაციისთვის. დღის ცენტრის მომსახურება წელიწადში 69 300 ლარით ადაფინანსდა.

5. სამარიტელთა კავშირი ახორციელებს პროექტს „მოხუცებულთა შინმოვლის“ სახელწოდებით, დაფინანსდა 32 065 ლარით.

,,სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით, მერია აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
2019 წელს სოციალური პროექტების თანადაფინანსებისთვის 250 000 ლარია გამოყოფილი. 2018 წელს სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით მერიამ 15 პროეტი დააფინანსა." - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები