ახალი ამბები
გორში პოლიციელის მხრიდან მოქალაქის სავარაუდო თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე გამოძიება განახლდა
შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ განაახლა გამოძიება გორის საიპოთეკარო ბიუროში მომხდარ ფაქტზე. qartli.ge წერდა, რომ მოქალაქე რიტა აბალაკი პოლიციის თანამშრომელს შერი კაპანაძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში სდებს ბრალს.

რიტა აბალაკის განცხადებით, საიპოთეკარო ბიუროში გამომძიებელი შერი კაპანაძე ქირავობის ხელშეკრულების გაფორმებას, აიძულებდა.

იგი qartli.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საოლქო პროკურორი კობა ნოზაძე უკვე შეხვდა: ,,პროკურორმა მითხრა, რომ საქმის მასალებს გადახედავს და ერთი კვირის შემდეგ მაცნობენ პასუხს." - გვითხრა რიტა აბალაკმა.

სტატიის მიხედვით, რიტა აბალაკმა იპოთეკარისგან ისესხა თანხა, რომელიც უნდა დაბრუნებოდა 3 თვეში. სესხის აღებიდან ერთ თვეში, სახლი გადაფორმდა სხვაზე. ამჟამად, სახლის მფლობელი პოლიციის თანამშრომლის დედაა. დედა და შვილი თბილისში ერთ მისამართზე არიან რეგისტირებულნი.

 


იხ. ამავე თემაზე

გორელი მოქალაქე პოლიციელ შერი კაპანაძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში სდებს ბრალს

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები