ახალი ამბები
,,ძარწემში" მასშტაბური წვრთნები ჩატარდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რესი" ავრცელებს. წვრთნები სოფელ ძარწემის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.

სააგენტოს ცნობით, სამხედროების გამოყვანა იმ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი იყო, რომელიც რუსულმა არმიამ კავკასიაში დისლოცირებულ ბაზებზე ჩაატარა.

ამ წვრთნებში ჩართული იყო 2 ათასზე მეტი ჯარისკაცი, ასევე, 20-ზე მეტი ვერტმფრენი, ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ა.შ.

"სასწავლო ბრძოლას ჰქონდა არა მარტო ხმელეთზე, არამედ ჰაერში", - აღნიშნულია ,,რესის" განცხადებაში.

სწავლება სამხრეთ ოსეთში მიმდინარეობს საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები