ახალი ამბები
გორში ყველა იმ რელიგიურ ჯგუფს დააფინანსებენ, რომელიც ახალ კულტურულ კერებს შექმნის
გორის მერია და საკრებულო ახალ პროგრამას ამტკიცებს, რომელიც კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვას და ახალი კერების აშენებას გულისხმობს. ამის შესახებ qartli.ge-ს საკრებულოდან აცნობეს.

ახალი პროგრამა ეხება ყველა რელიგიურ ორგანიზაციას. ჯამში გორის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო.

პროგრამა გულისხმობს გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლთა მოვლა-შენახვის, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრებისა და რელიგიური კერების აღდგენა - რეაბილიტაციასა და გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი რელიგიური კერების მშენებლობის ხელშეწყობას.

პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ჩამონათვალი ასეთია:

1. ისტორიული ძეგლების თაობაზე საინფორმაციო მასალის გამოშვება.

2. გორის მუნიციპალიტეტში არსებული საეკლესიო საგანძურის, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრების და რელიგიური კერების აღდგენა - რეაბილიტაცისათვის მოსამზადებელი პროექტების დაფინანსება.

3. გორის მუნიციპალიტეტში არსებული საეკლესიო საგანძურის, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრების და რელიგიური კერების აღდგენა, რეაბილიტაცია, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი რელიგიური კერების მშენებლობისთვის რელიგიური დაწესებულებების ფინანსური დახმარება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები