ახალი ამბები
ახალი დახმარება გორში - 100 ლარი გაიცემა სოფლის დეპუტატისა და გამგებლის შეფასების საფუძველზე
გორის მერიის სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება შედის. ამ ცვლილების მიხედვით, სოფლის გამგებელს შეუძლია უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქე გამოავლინოს, შეადგინოს ცნობა და მოითხოვოს წლიურად 100-ლარიანი დახმარებას გაცემა.

აღნიშნული საკითხი გორის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წარადგინეს. ეს პროექტი არ მოეწონა საკრებულოს წევრს მარლენ ნადირაძეს. მისი თქმით, საკითხი შესასწავლია, რადგან ბევრ კითხვებს გააჩენს.

,,განსაკუთრებულ შემთხვევებში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა ფულადი დახმარება განხორციელდება ერთჯერადად, ოჯახზე 100 (ასი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარის (ოჯახის) გამოვლენა, მოხდება ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ინფორმირებით." - აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი
გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.

3. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე; (აქტი რომელიც ადასტურებს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ინფორმირებულობას და დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას)
Print

სტატიის გამოყენების პირობები