ახალი ამბები
გორში მცირე ბიზნესის სფეროში ვაჭრობა, რემონტი და გადამამუშავებელი მრეწველობა ლიდერობს
,,გორის მუნიციპალიტეტი არის ერთ-ერთი კარგად განვითარებული ეკონომიკური ცენტრი ქვეყანაში, მდიდარი ტრადიციებითა და გამოცდილებით მრეწველობის სფეროში." - აღნიშნულია ეკონომიკური განვითარების ახალ გეგმაში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტისთვის შეიმუშავეს.

დოკუმენტს საკრებულოს სხდომაზე 11 მარტს წარადგენენ, სადაც საჯარო განხილვა მოეწყობა.

დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს დარეგისტრირდა 93 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რაც 2016 წელს რეგისტრირებულ რაოდენობას 76-ით აღემატება. 2016 წლიდან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 1623 არასაფინანსო საწარმო.

საწარმოების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა ძირითადად მცირე ბიზნესში, ისეთ დარგებში, როგორებიცაა: „გადამამუშავებელი მრეწველობა“ და „ვაჭრობა და რემონტი“.

მუნიციპალიტეტში ძირითადი მაპროფილებელი პროდუქციის სახეებია: ხორბლის ფქვილი, საკონსერვო ნაწარმი, ვაშლის კონცენტრატი, ალკოჰოლური სასმელები, სპირტი, ხილი და ბოსტნეული. გორის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მომუშავე 34 საწარმოა წარმოდგენილი, სადაც დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი.

საწარმოთაგან ზოგიერთი დროებით გაჩერებულია ან სეზონურად მუშაობს. უმთავრეს პრობლემას დანადგარების სიძველე და ინვესტიციების სიმწირე წარმოადგენს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს: 1603 მცირე საწარმო; 20 საშუალო საწარმო.

იხ. ამავე თემაზე:

შეიმუშავეს გორის ეკონომიკური განვითარების გეგმა

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები