ახალი ამბები
ქარელის მეორე სკოლის მოსწავლეებმა ნაგვის ურნები მუყაოს ნარჩენებისგან გააკეთეს
ქარელის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სკოლის შესასვლელში, ნაგვის ურნები დადგეს.

ახალი ურნები მოსწავლეებმა საკუთარი სახსრებით გააკეთეს. მასში სკოლის წარმომადგენლები სეპარირებულ ნარჩენებს ჩაყრიან.

ქარელის მეორე საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო მაკულატურის შეგროვების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში და მეოთხე ადგილი დაიკავა. 

კონკურსის დროს მეორე სკოლის მოსწავლეებმა 1,7 ტონა მაკულატურა შეაგროვეს. პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამა ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში ფაზა WMTR II" ფარგლებში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები