ახალი ამბები
გორში სატყეო მეურნეობისა და ნადირობის განვითარების ტემპი იზრდება
ვაჭრობის სფერო კარგად არის განვითარებული მცირე საწარმოებში, სადაც 945 საწარმოა წარმოდგენილი, აქედან 213 საბითუმო და 732 საცალო ვაჭრობის საწარმოა. ამის შესახებ საუბარია ახალ ეკონომიკურ გეგმაში, რომელიც გორის საკრებულოში გუშინ წარადგინეს.

დოკუმენტს საკრებულოს სხდომაზე 11 მარტს წარადგენენ, სადაც საჯარო განხილვა მოხდება.

ეკონომიკური განვითარების გეგმის მიხედვით, მუნიციპალიტეტში ეკონომიკური სექტორის ზრდა ფიქსირდება შემდგომ სფეროებში: „მშენებლობა“ (10.3%), „ვაჭრობა“ (72%), „სასტუმროები და რესტორნები“ (11.6%), „გადამამუშავებელი მრეწველობა - ყურძენი, ხილი და ბოსტნეული“ (5.6%) და „სოფლის მეურნეობა, ,,ნადირობა და სატყეო მეურნეობა“ (73%).

,,სამრეწველო განვითარება პირდაპირ კავშირშია სოფლის მეურნეობასთან, ამიტომ სოფლის მეურნეობა მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორს წარმოადგენს." - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები