ახალი ამბები
შიდა ქართლში მომხდარ ისტორიული მოვლენების ადგილზე კულტურული ტურები მოეწყობა


გორის უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, კულტურული ტურების მოსაწყობად, პროექტების შედგენა შესთავაზეს. ამის შესახებ დღეს სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, ნუგზარ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, იწყება მასშტაბური პროექტი. შიდა ქართლში სტუდენტური პროექტების განსახორციელებლად მოაზრებულია მდინარეების - თეძამის, ძამისა და ტანას ხეობაში არსებული კულტურული ძეგლები.

,,მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ თეძამის ხეობაში, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარებს, თევდორზე კველთელის მიერ გავლილი გზა. აქ ჩამოსულ ტურისტს მოემსახუროთ ამ გზაზე, თუ გნებავთ, თქვენთან ერთად, მეც წამოვალ. ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. გვინდა, რომ ეს ინიციატივები თქვენგან წამოვიდეს“ - განაცხადა ნუგზარ სამხარაძემ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები