ახალი ამბები
კასპში მოსწავლე დაჭრეს - ბრალდებული თანაკლასელია
კასპის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე დაჭრეს. მოზარდს ჭრილობა, წინასწარი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიაყენეს.

დაჭრის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2-ი ავრცელებს. მშობლებისთვის კონფლიქტის მიზეზი, უცნობია.

ბრალდებულის სახით დაკავებულია მოზარდის თანაკლასელი, ხოლო გამოძიებას კასპის შს სამმართველო აწარმოებს.

სკოლის ადმინისტრაცია ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ინიციდენტი სწავლის დაწყებამდე მოხდა, რომელიც საკლასო ოთახში დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები