ახალი ამბები
გორის ცენტრში ქორწილის მაყრიონის წევრმა იარაღიდან გაისროლა
წინასწარი ინფორმაციით, იარაღი, რომლიდანაც, დღეს, გორის ცენტრში, ქორწილის მაყრიონიდან გაისროლეს, სასიგნალო პისტოლეტია. თუმცა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის ორი ნაწილით (მე-3 და მეოთხე) მიმდინარეობს.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. ხოლო მეოთხე ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

საქორწინო ეკიპაჟის წევრის მიერ იარაღიდან გასროლის ფაქტი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს. კოლონა სტალინის გამზირზე მოძრაობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა სასიგნალო იარაღის ტიპის არსებობა, გამოძიება სავარაუდოდ, დასახლებულ პუნტქში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის მუხლით წარიმართება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლი 167) მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტებსა და საამისოდ გამოუყოფელ ადგილებში ან დადგენილი წესის დარღვევით

ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტებსა და საამისოდ გამოუყოფელ ადგილებში, აგრეთვე გამოყოფილ ადგილებში, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, იარაღის და საბრძოლო მასალების კონფისკაციით ან უამისოდ.

საქართველოს კანონი იარაღის შესახებ განმარტავს იარაღის სახეებს: ა) სამოქალაქო იარაღი; ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი; გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი.

სამოქალაქო იარაღი არის ის, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის. სამოქალაქო იარაღის სახეებია: ა) თავდაცვის; ბ) სპორტული; გ) სანადირო; დ) საკოლექციო. ე) სასიგნალო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები