ახალი ამბები
ჭიდაობს ,,ბულგარეთი" - ,,კასპი" (1966 წლის აფიშა)
53-წლის წინანდელი აფიშა საქართველოს შს სამინისტროს არქივის თანამშრომელმა ვანო ჯახუამ კასპის სპორტკომპლექსის შენობის სახურავზე აღმოაჩინა. 1966 წელს დაბეჭდილ აფიშაზე წერია, რომ ერთმანეთს ბულგარეთისა და კასპის ნაკრების წევრები ხვდებიან.

საერთაშორისო შეხვედრა ჭიდაობა სამბოში ჩატარდა კასპის საჭიდაო დარბაზში - 1966 წლის 28 იანვარს. ნაკრების წევრები კასპელები იყვნენ. ვანო ჯახუას ცნობით, იმ პერიოდში, ასეთი აფიშა 40 ცალი დაიბეჭდა.

,,აღმოვაჩინე კასპის სპორტკომპლექსის ძველი შენობის სახურავში. გადაყრილი უამრავი სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ამსახველი დოკუმენტაცია მიწაში დაფლული იყო. მიწიანი საქაღალდეებით სავსე ერთი დიდი ტომარა სახლში წავიღე, გავასუფთავე და კასპის რაიონულ არქივს ჩავაბარე. ერთ-ერთ საქაღალდეში სწორედ ეს უნიკალური აფიშა აღმოჩნდა, რომელიც სულ 40 ცალი ყოფილა დაბეჭდილი." - აღნიშნავს ვანო ჯახუა.

,,შეჯიბრების მთავარი მსაჯი გახლდათ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძე. კასპელი მოჭიდავეები შთამბეჭდავად გამოვიდნენ და მეტოქე ანგარიშით 8:0 დაამარცხეს. კასპელთა შემადგენლობა ასეთი იყო: ავთანდილ შეშაბერიძე, ვახტანგ ნახუცრიშვილი, ჯემალ გუთნიაშვილი, გივი ბალხამიშვილი, ი. ქვლივიძე, კობა ტატულაშვილი, შოთა გულიაშვილი, ნ. ყაჩმაზაშვილი." - წერს ვანო ჯახუა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები