ახალი ამბები
სოფელ გომთან გარეგანათების ბოძებიდან სპილენძის სადენებს იპარავდნენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან სპილენძის ელექტროსადენებს იპარავდნენ. ამის შესახებ qartli.ge-ს შს სამინისტოდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ის 33-წლისაა.

,,მამაკაცი საავტომობილო მაგისტრალის გომი-აგარის მონაკვეთზე მდებარე გარე განათების ბოძებიდან სპილენძის სადენებს იპარავდა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მოპარული 40 მეტრის სიგრძის ელექტროკაბელი." - აღნიშნავენ შსს-ში.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები