ახალი ამბები
გორში 3 მარტს ორი ქალი დედა გახდა
დედის დღეს, 3 მარტს, გორში ორი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ qartli.ge-ს სამშობიარო კლინიკიდან აცნობეს. ,,იავნანას" წარმომდგენლების ცნობით, ორივე ბავშვი მშობლებისთვის პირველი შვილია.

..ერთი დაიბადა ვაჟი, დედა თეონა ჭოველიძე-ყაულაშვილი რეგისტრირებულია კარალეთის დევნილთა დასახლებაში. რაც შეეხება მეორე ბავშვს, დაიბადა გოგო, ხოლო დედა გახლავთ ბეგიაშვილი-ხაჩიძე, რეგისტრირებულია სოფელ მეჯვრისხევში" - აცხადებენ კლინიკაში.

გორის კლინიკებში დღეს სხვა მელოგინეებს არ ელოდებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები