ახალი ამბები
გორში ავეჯის სახლ ,,პანცილიონის" ფილიალი გაიხსნა [R]
დღეს, გორში, ცხინვალის გზ. 4-ში ოფიციალურად გაიხსნა ,,პანცილიონის" ფილიალი. ,,პანცილიონი" ავეჯის სახლია და გორის ფილიალში წარმოდგენილია  ახალი კოლექცია, რომელიც დამზადებულია ეგერის ლამინატზე.

პიარისა და მარკეტინგის სამსახურის მენეჯერი, მარიამ ბანცური განმარტავს, რომ ეგერის ლამინატი სხვა მასალებისგან გამოირჩევა, არის ეკოლოგიურად სუფთა; რომ არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. ნესტგამძლეა და არ იკაწრება.

,,ამ მოდელებზე ვრცელდება 15 წლიანი სერვისის და 3 წლიანი ქარხნული გარანტია" - აცხადებს მარიამ ბანცური.

,,პანცილიონის" კომერციული დირექტორის, საბა ტაველიშვილის ცნობით, ,,პანციოლიონი" ბაზარზე 2002 წლიდან არსებობს. ,,დავიწყეთ რა თქმა უნდა თბილისიდან და ფილიალები საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში გვაქვს. ამჯერად გავხსენით გორში. მანამდე იყო ძალიან ბევრი მოთხოვნა გორიდან და შესაბამისად მომხმარებელს შეეძლება ადგილზე მიიღოს მომსახურება" - ამბობს საბა ტაველიშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები