ახალი ამბები
გორში კომბინატის დასახლებაში ავარია მოხდა (PHOTO)
გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარი ავარიის ფოტო ვრცელდება. ავტომანქანა, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა მხარე, გადასულია ტროტუარზე, შემდეგ  განათების ბოძს საბარგულის მხრიდანაა შეჯახებული.

ავარიის ამსახველი ფოტო თვითმხილველმა გადაიღო და მიზეზებს საპატრულო პოლიცია არკვევს. შემთხვევა კომბინატის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დაშავებულია ორი მამაკაცი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები